ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება
29-09-2016, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.

 

 

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება და პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პირველი კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა, კონტეინერების ნაწილში, თითქმის ორმაგდება.

 

 

„პროექტს ბევრი ფაზა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამ წელიწადში პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს და, რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასევე ირიბად. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულება, შექმნას ტრენინგ-ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომელიც შემდგომში პორტში დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო ინვესტორის მხრიდან გათვალისწინებულია მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის - ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ვფიქრობთ, ეს პროექტი, რომელიც სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროექტზე. მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება არის გათვალისწინებული და, უკვე შეგვიძლია, ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, ამ პროცესში, დიდი სამუშაო შეასრულა ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართული იყო ყველა უწყება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი