„მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 3 ოქტომბრიდან, ახალი მოდელით - დუალური განვითარების სისტემით, იწყება რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ, პროფესიულ პროგრამაზე, რაც მისი თქმით, დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს.
პრემიერ მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობა რეალობად იქცა.
„წელს, პირველად, დაიწყება დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე: მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, ახალი დუალურ პროგრამების განხორციელება ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში. ეს კოლეჯები პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს. ეს არის რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებით განსაზღვრულია ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის დაფინანსება. და ყველა კოლეჯები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სტუდენტებს ასევე შეეძლებათ, გაიარონ პროფესიული ტესტირება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და კოლეჯშივე, პროფესიასთან ერთად, შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალი დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურ დამსაქმებლებს. პარტნიორებისა და დამსაქმებლების სახით ჩართული არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: BP, საქართველოს რკინიგზა, პორტები, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.