საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა არაფერს ნიშნავს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ღია განცხადებებში იგივე რიტორიკა და პათოსია, რაც ჩანაწერში.
როგორც ბიძინა ივანიშვილიმა შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, თუ ჩანაწერი ავთენტურია, მათივე დადებული იქნება.
"ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები ნახეთ და ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. ნახეთ ღია განცხადება თუ გნებავთ ბოლო მათი გაქცეული ლიდერის, რომ ეგზიტპოლები დაიდება "რუსთავი 2"-ზე, ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება და რაღაც და რაღაც და თუ არადა ამის შემდგომ სიტყვა წარღვნას ახსენებს თუ გახსოვთ. თუ არადა წარღვნის რაღაც მსგავსი მოხდება. ახლა მისი მეუღლის განცხადებაც ვნახოთ, რომ ისეთი მაგარია მიშა, რომ ტუნელს გათხრის და ჩამოვა სოლოლაკამდე ტუნელითაც კი ჩამოვა. ეს ყველა მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს.
ამიტომ ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობისთვის იყო მოულოდნელი ან საოცრება ამაში, დავიჯეროთ არ დავიჯეროთ. ამისი ავთენტურობა არაფერს ნიშნავს, მათ განცხადებებში იგივე იკვეთება, იგივე პათოსია. და მე მრავალჯერ მითქვამს ჩემს სატელევიზიო გამოსვლებში და ახლაც გავიმეორებ, რომ დაწყებული 2012 წლიდან, ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას. გაზაფხულზე არ გამოდიოდა და შემდეგ შემოდგომაზე და გაზაფხული, შემოდგომა და ერთმანეთს ამით ამხნევებდნენ. მსგავსი ხდება ახლა აქაც. თანაც არ იფიქროთ, რომ ეს ვინმეს მოპარულია. ჩემი წარმოდგენით, ავთენტურობაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ, ალბათ, გამოვლენ და იტყვიან - ეს როგორო კაცო, ეს ავთენტურიაო, ჩვენ ნამდვილად ვილაპრაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ. რამეთუ სხვა არაფერი აღარ დარჩათ მათ, რომ საკუთარი ხელწერა სხვა ვერ მოიხერხეს, ვერ შეცვალეს - არ აქვთ ამისი ნიჭი, არ აქვთ ამისი რესურსი. ამაზევე სხედან და ამითვე ამაგრებენ რითაც იყვნენ ესენი ცნობილი. ქვების სროლით მოვიდნენ ხო გახსოვთ კარგად. ძალადობით იყვნენ ცნობილი. ნახეთ განცხადებები მათ მართულ ტელევიზიებში, სიცრუეს როგორ ძალით ახვევენ ხალხს თავს, რაც არ არის რომ თეთრი შავია და პირიქით. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია და შესაბამისად, რამდენად ავთენტურია თუ არ არის ავთენტური, ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. რამეთუ, ღია განცხადებებში, სადაც ისინი არ მალავენ ამ პოზიციას და ვერ მალავენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მხოლოდ ამით ამხნევებენ ერთმანეთს, რომ როგორმე ეს ნარჩენი გუნდი მოვიდეს ბოლომდე, მოვიდეს არჩევნებამდე და იქნებ, რაღაც საოცრებაც მართლაც მოხდეს, რომ მათი მშიშარა ლიდერი გახდეს უცებ გმირი წარმოვიდგინოთ.
ივანიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" მშიშარა ადამიანების ერთობაა და ძალადობით სწორედ ამ შიშის დაძლევას ცდილობენ.
"გორში გახსოვთ, მთელი მსოფლიო მოიარა "ნაციონალების" ლიდერის ფოტომ, როგორ ამაყად იდგა საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის და ამ ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო, სიმბოლო გახდა შიშის. იქნებ, მართლა დაძლიოს შიში. თავის თანამოაზრეებსაც, თანამებრძოლებსაც, სხვათა შორის, მშიშრების კონფლექტაციაა "ნაციოალური მოძრაობა". ამ ფონზე არიან ერთად შეყრილი ესენი და ხასიათიც, რასაც ისინი სჩადიოდნენ ძალადობას, შიშზეა დაფუძნებული. ვინც ოდნავ მაინც ფსიქოლოგია იცის, ყველა მოძალადე ძალიან დიდი მშიშარაა და ამით უნდა საკუთარი შიში დაძლიოს. ახლა ეს აგონიაში მყოფნიც როგორმე ცდილობენ, რომ გადალახონ შიში და იქნებ, რაღაც საოცრება მოხდეს და მათმა ლიდერმა მოახერხოს რაღაც და რაღაც საოცრება მოხდეს.... ისევ ესენი ძალადობენ, კადაფიზაციას ახსენებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება... ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი.
პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "აქ მოხდება კადაფი, უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან".
გიგი წერეთელი აცხადებს: "არჩევნები “რევოლუციურ ვითარებაში” უნდა ჩატარდეს".
აკაკი ბობოხიძე კი კარვების გაშლასა და ფინანსების დათვლის აუცილებლობაზე საუბრობს: "კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით... მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?!
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ოდესის გუბერნატორი არ ეთანხმება.
„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში და დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.