ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: ტუნელში არ შევიყვანთ და არც ჯურღმულში, ნორმალურ საკანში განთავსდება და აუცილებლად გადაიხდის, რაც დააშავა
29-09-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოდესის ოლქის გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში კარგი საკანი ელოდება.

 

 

ამის შესახებ ივანიშვილმა გორში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმითვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ რესურსი არ აქვს.

 

 

„საზოგადოება თუ მათ გამონათქვამებს უყურებს და ეს ბელადი უკრაინიდან,  გაქცევაში მყოფი ყვარყვარე, რომ იქიდან იმოძღვრება და რას იძახის, რომ წარღვნას სიტყვებს ხმარობს, რაღაც გვირაბებს უთხრის მეუღლე მასვე. სხვათა შორის, ჩვენ არც ისე შორს ვართ ევროპიდან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროს მოვიყვან მხედველობაში, რომ ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ ჩვენ მის მეუღლეს. კარგი გამართული საკნები გვაქვს, კიდევ ააშენა თავის დროზე სოზარ სუბარმა, როცა  მინისტრი იყო და მას ძალიან კარგი საკანი ელოდება.

 

 

ცუდ დღეში არიან,  იციან რეიტინგები, იციან რეალობა,  რაც ხდება, ისიც იციან რომ არავინ არაფერს გააყალბებს, ისიც იციან, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ. ამაზე ათზე სუსტი სახელმწიფო რომც იყოს, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, გარდა მუქარისა, შეურაცხყოფებისა, რასაც ისინი ცდილობენ თავის ოპონენტებზე და ხელისუფლებაზე და ნუ წყევლა-კრუვლის. პრინციპში, ესღა დარჩათ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს თუ არა ხვალ მაინც მოუწევს პასუხისგება.

 

 

„მათი მშიშარა პრეზიდენტი დევნაშია, 4 საქმე აქვს წაყენებული, დღეს თუ არა ხვალ მას მოუწევს პასუხისგება, მაგრამ ტუნელებით კი არ შემოვა, როგორც მისი მეუღლე იძახის, ტუნელში არ შევიყვანთ და არც ჯურღმულში, ნორმალურ საკანში განთავსდება ის და აუცილებლად გადაიხდის, რაც დააშავა საქართველოს წინაშე.

 

 

ვერცერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ ისტორიულად რომ ამდენი მაღალი თანამდებობის პირი დასჯილიყოს და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ყველა მაჩვენებლით წინ ვართ წაწეული საერთაშორისო შეფასებებით“,-თქვა მან.

 

 

მან ისიც განაცხადა, რომ საზოგადოება იმიტომ ვერ დაწყნარდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ძალადობს. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ 9 დღეში, 8 ოქტომბერს „ბრძოლა“ და „ომი“ დასრულდება.

 

 

„საზოგადოებამ იფიქრა, რომ 2012 წელს „ომს“ მოვიგებთ და დავისვენებთ, ვერ დაისვენეს. 4 წელი ემოციებზეა მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ მათ თავხედურ გამონათქვამებს და პოზიციებს ხედავენ ისევ. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ „ომი“ ახლა სრულდება.  9 დღის შემდგომ სრულდება ეს „ომი“, დასრულდება "ყვარყვარიზმი“. ყვარყვარეები ისევ არიან და ცდილობენ უკან შემობრუნებას. საზოგადოებასთან ვიფიცებ, რომ აბსოლუტურად ვიცოდი, რომ დაახლოებით ასეთი 4 წელიწადი იქნებოდა. ხალხს ჰქონდა სხვა მოლოდინი, გადაჭარბებულმა მოლოდინმა გამოიწვია ხალხის იმედგაცრუება, არა მარტო ამ ნაწილში სამართლიანობის აღდგენის, ასევე ეკონომიკის ნაწილში. ეგონათ, რომ ყველა ქართველი გამდიდრდებოდა, ყველა სამსახურს იშოვნიდა, რაც თეორიულად შეუძლებელი იყო“,-განაცხად ამან.

 

 

ყოფილი პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩვენი მოქალაქეები არიან და ხელისუფლების ვალია მათზეც იზრუნოს.

 

 

„როგორი მშიშრები არიან კარგად ვიცოდი. ისიც რომ სააკაშვილს ვუთხარი გამოდი კაცურად, ბოდიში მოიხადე, გადადექი და გაპატიებს ქართველი ხალხითქო. სად ჰქონდა მაგის კაცობა მაგას. მშიშარაა, იმ წუთში მუხლები მოეკვეთა, თავს ვერ წევდა, როდესაც შევხვდი პრზიდენტის სასახლეში, რომ ავედი პირველად. პროცესი ამ არჩევნებით სრულდება და გარწმუნებთ, რომ ამის შემდგომ მაგათ ბობოქრობას ვეღარ ნახავთ. რაც შეეხება კოჰაბიტაციას, თანაცხოვრებას, არ იფიქროთ, რომ უარი უნდა ვთქვათ, ჩვენ თანამოქალაქეებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩვენი მოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს მათზეც ვიზრუნოთ. მათ ვერაფერი სერიოზული ვერ გააფუჭეს. 9 დღეც მოითმინეთ და ჩადგება ქარიშხალი. დასრულდება მაღალი დონის ევროპული არჩევნებით. არ აქვთ მათ სიტუაციის არევის თავი. არჩევნების შემდგომ ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ელოდებოდა საზოგადოება“,-განაცხადა  ივანიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი