ბიძინა ივანიშვილი: შეიძლება ხიფათი მართლაც გველოდებოდეს - აკაკი მინაშვილი ინიშნება მხედართმთავრად და ამას აქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული ხიბლი
29-09-2016, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აკაკი მინაშვილი ინიშნება მხედართმთავრად და ამას აქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული ხიბლი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

"ერთი ინფორმაცია, რომელიც მართლა სახიფათო შეიძლება იყოს და შემაშფოთებელი, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, თუ მართლაც გამართლდა და ეს ინფორმაცია გამოდგა და სიმართლესთან ახლოს იყო, შეიძლება ჩვენ მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. არის ინფორმაცია, რომ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკო მინაშვილი. მას ბარდება კოორდინაცია. თუ აკო მინაშვილი, როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, მე მგონი რომ ხიფათი მართლაც შეიძლება გაიზარდოს.

 

 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობის დონეზეა, მხოლოდ უნდა ვიხუმროთ ამაზე და მეტი არაფერი. ისეთი აბსურდული ინფორმაციები გამოდის ტელევიზიებით, რასაც ვერ ახერხებენ რომ... მინაშვილი შეიძლება უფრო გულადი იყოს ოდნავ, აკო მინაშვილი, თუმცა, სიმაღლით ვერ არის ამხელა, რამხელაც ჰყავდათ ადრინდელი ბელადი და შესაბამისად, ძალიან დიდი შიში ნუ გექნებათ, თუმცა მართლაც ასეა, აკო მინაშვილი ინიშნება მხედართმთავრად და ამას აქვს რა თქმა უნდა გარკვეული ხიბლი", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მსგავს თემებზე მხოლოდ უნდა იხუმრონ, რადგან რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" არაფრის თავი არ აქვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი