„2008 წლის ომი, თითქოს, ბუნებრივი სტიქია იყო, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. სწორედ ომი იყო ძირითადი დანაშაული წინა ხელისუფლების“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ყოფილი პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მართვა არ იცოდნენ და ქვეყანა კატასრტოფისკენ მიიყვანეს.
„ერთ-ერთი ტელევიზიიდან მოვიყვან მაგალითს. გუშინ შემთხვევით ვნახე, პოლემიკა მიდიოდა ეკონომიკაზე, მე მაფასებდნენ, რამდენად ობიექტურად ვადარებ დღევანდელ ეკონომიკას „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ეკონომიკას. ჩემს ოპონენტებს ძირთადად მოჰყავდათ, რომ ომი იყო 2008-ში და ომის შემდგომ აბა რა იქნებოდა, 2009 და 2019 ცუდი იქნებოდაო. ეს ომი, თითქოს, ბუნებრივი სტიქია იყო, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. სწორედ ომი იყო ძირითადი დანაშაული იმ ხელისუფლების. ის ომი და უბედურება და კიდევ სხვა დამოკიდებულებები ეკონომიკაში, რომ არ ყოფილიყო, რომ ყველას ჯიბეში უძვრებოდნენ, ყველაფერი მართული იყო, სადაც კვამლი ამოვიდოდა, ქონებაზე პრეტენზიები ჰქონდათ. მათ მართვა არ იცოდნენ და ქვეყანა კატასრტოფისკენ წაიყვანეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ამ ომის დაწყება მას დააბრალოს.
„საერთოდ, ოპონენტები ამბობენ, რომ ლამის, ეს ომი მე მოვახვიე თავს საქართველოს და ამაში ბრალეულობას გამოხატავენ ჩემს გამონათქვამებში. ცდილობენ, რომ აჩვენონ, რომ ლამის, ეს ომი ჩვენ ჩავიდინეთ. ამ დროს, ეს უმეცრება, ეს უბედურება თავს მხოლოდ მათ მოახვიეს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. დახოცილებს აღარავინ იხსენებს. რომ არა მათი სისულელეები, რომ არა ის გაუგონარი ქმედებები, რაც გააკეთა ამ გუნდმა მათი ბელადის მეთაურობით, ეს უბედურებები არ იქნებოდა“,-განაცხადა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.