პაატა ბურჭულაძემ მაგარი რეკორდი დაამყარა - ასეთ მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან მოახერხა, ეს იშვიათია, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" შემადგენლობიდან "გირჩის" გამოსვლის თაობაზე.
როგორც ივანიშვილმა შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, "ამხელა იუმორი პოლიტიკაში მე მგონი არავის არ შემოუტანია".
"ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. გინესის წიგნშიც ხომ არის ბევრი ქართველი, მათ შორის, მარგველაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მოსვლის მეორე დღესვე, საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა. პაატა ბურჭულაძემაც მაგარი რეკორდი დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში მე მგონი არავის არ შემოუტანია. ასეთ მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან მოახერხა, ეს იშვიათია. მე სერიოზულად მაგის გამონათქვამებს ვერ ვუპასუხებ. მხოლოდ ღიმილით, მხოლოდ ღიმილით. მან ოდესღაც, პრინციპში ჩემი მოწოდებები გაითვალისწინა, რომ ნუ ცრუობს, არ იცრუოს - მოვუწოდებდი, მაგრამ მივიდა, დადგა იქ და საოცრებებს ახერხებს ყველა დღე. ანეკდოტები ძალიან ბევრი დადის. ბოლო ანეკდოტი ასეთია, რომ მან პარტია შექმნაო თუ დამკრძალავი ბიურო - წრეს დაარტყამენ, მიდიან და გამოდიან. ყველას უნდა ოპონენტად ნახოს ივანიშვილი. მე გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადოებაში და ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილს ეკამათო, ისინი არიან რეალურად და ნათელაშვილთან ახლოს ცურაობენ, მაინც და მაინც ივანიშვილზე უნდათ სწორება გააკეთონ და ცდილობენ ჩემს დებატებში ჩათრევას და ამით უნდათ, რომ ვთქვათ იმიჯი გაიუმჯობესონ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.