საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „სეთურის თანამოაზრეები“ არიან.
როგორც ივანიშვილმა შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, „ნაციონალებს“ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, სპეციალური სამსახური აქვთ დაფუძნებული.
„მათ აქვთ დაფუძნებული სამსახური, ეს მართლა საყურადღებოა საზოგადოებისთვის. ძალიან ბევრი თანამშრომელი ბიზნესცენტრში ჩემთან მომუშავე და "ქართუდანაც", ვინც მეტროთი მგზავრობს და ავტობუსებით, თბილისში მასიურად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ არჩევნების შემდგომ სამედიცინო დაზღვევა აღარ იქნება. აი, ამისი ოსტატები არიან - სიცრუე როგორ გაავრცელონ. ძალიან ბევრი ამას სერიოზულად ღებულობს. რამდენიმე ქალბატონი, ასი თუ უფრო მეტიც ჰყავთ დაქირავებული და ერთ გაჩერებაზე ავა და ლაპარაკობს - დედა, დედა, ქალო გაიგე? თურმე.... ის გარბის, თურმე, იმას რაღაც სჭირს. ეს სამსახურიც მათ დააფუძნეს.
ივანიშვილის განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალური რეასური არ გააჩნია.
"სეთურის თანამოაზრეები არიან და ყვარყვარიზმი უნდა დასრულდეს და დასრულდება. მოისვენებთ ამისგან, არაფრის რესურსი არ აქვთ, გარწმუნებთ. ამის ლეგალიზაციას თვითონვე ცდილობენ, თუ ეს ავთენტურია, მათივე დადებულია, გარწმუნებთ. არავის მაგი არ აინტერესებს.... საოცრებაა, რომ საქართველოში დაახლოებით, 200 000 ადამიანიც შეიძლება აღარ იყოს მათი მხარდამჭერი, ბოლო კვლევები არ ვიცი, მაგრამ 150-ც ბევრია. რას ელოდებიან, რა უნდათ - აი, ეს ზოგჯერ მაოცებს. აგიტაციის მსხვერპლნი არიან, ალბათ, ძირითადად. მოკლედ, მე კიდევ ერთხელ, მხოლოდ იუმორით - არაფრის თავი არ გააჩნიათ, აი ისაა, რაც ნახეთ გორში - როგორიც იყო მხედართმთავარი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.