ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროსაბჭოსგან, ევროკომისიისგან, ევროკავშირისგან და მათი მოლოდინი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმატების მაგალითი რეგიონში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.
“მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ევოკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მთავარი თემა იყო რიგის სამიტი და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და ამბიცია, რომ საქართველო მართლაც გახდეს წარმატების მაგალითი მთელი რეგიონისთვის. ჩვენი წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც,” აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღოს და მიეცეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.
“არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, წარმატებით დავხურეთ პირველი ფაზა და მალე დავხურავთ მეორე ფაზას.
დღეს ასევე მქონდა შეხვედრა ევროპარლამენტში. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევაფასეთ რისკები და მოვისმინე მათი შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მთავარია ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, კონსოლიდაცია,” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.