ბორჯომში, ბაკურიანი-ციხიჯვრის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიხრეშა.
ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი ქვიშა-ღორღით მოსწორდა და მოეწყო გვერდულები.
გამგებლის განმარტებით, მოუწესრიგებელი გრუნტის გზით სარგებლობა ადგილობრივებს განსაკუთრებით უჭირდათ. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 000 ლარი გამოიყო, რაც არსებული გზის კეთილმოწყობას მოხმარდა.
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შემდეგ წელს გზის მოასფალტების მასშტაბური სამუშაოები დაიწყება და ადგილობრივების დიდი ხნის პრობლემაც მოგვარდება. ამ ეტაპზე კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს“, - აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.
სამუშაოების პროცესში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად ჩართული იყო ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ ტექნიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.