საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩევლის, გიორგი ლომთაძის განცხადებით, ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები იმსჯელებენ, რამდენად არის საჭირო გახმაურებულ საქმეებზე ახალი გარემოებების გამოკვლევა.
მისი თქმით, ახალი შემადგენლობა ან ახლიდან ჩაატარებს განხილვას, ან გააგრძელებს საქმეებს იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც იმყოფება.
„მას შემდეგ, რაც ახალი მოსამართლეები დადებენ ფიცს და პლენუმი შეუდგება უფლებამოსილებას ოფიციალურად, მოხდება გადაწყვეტილების მიღება რამდენად არის საჭირო ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა, რომლებზეც სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება სათათბირო ოთახში. შესაბამისად, მოსამართლეთა მიერ, საქმეების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად იქნება საჭირო, რიგ საქმეებზე არსებითი განხილვის ახლიდან ჩატარება და რიგ საქმეებზე გაგრძელება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
მოსამართლეები აცხადებენ, შესაძლოა, დღეს და ხვალ რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.