ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლის პირასაა
29-09-2016, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ის ცდილობს სხვადასხვა ხერხით აუმაღლოს მოტივაცია თავის აქტივს და ესეც ალბათ ამის ერთ-ერთი მექანიზმია“,- განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია.

 

 

„ეს ორგანიზაცია არის პრაქტიკულად დაშლის პირას. არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფორმდება ჩვენი ამომრჩევლის მიერ ამ ორგანიზაციის მარგინალიზაცია, კიდევ უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ რღვევის პროცესი. არიან იქ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ გააგრძელონ საქმიანობა დანაშაულებრივ - პოლიტიკურ გაერთიანებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დასკვნითი აქციისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ 2 კვირაა, რაც ემზადება.  

 

 

მელიას თქმითვე, ეს აქცია იქნება მრავალათასიანი.    

 

 

„აქცია  მოიცავს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ მოედანს, ასევე რუსთაველსა და „თავისუფლების მოედანს“. ეს იქნება დასკვნითი კამპანიის შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ეპატიჟება.    

 

 

მისივე ინფორმაციით, აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ინფორმირებას დღეს მოახდენს.    

 

 

„დღეს სანქციაზე შევიტანთ ცნობას მერიაში. ჩვენ ვიცავთ კანონს და ეს იქნება 5 დღით ადრე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი