პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ რეალური მცდელობების მიუხედავად, ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული.
ამ განცხადებით მთავრობის მეთაური ჟურნალისტებთან საუბრისას, ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რა ინფორმაციებიც ბოლო დღებში ვრცელდება, გამოძიებული უნდა იქნას და ასევე უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.
„ერთი რამ ცხადია, თუ კი ვინმე დაინტერსებულია არჩევნები დღეს საქართველოში გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4 თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობა“ ცდილობს, რომ რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ“,-განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა ჩაატაროს მშვიდობიანი, ევროპული სტანდარტის გამჭვირვალე არჩევნები.
„ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, რეალური მცდელობების მიუხედავად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ყველანი მშვიდად ვიყოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა და სტაბილურობა და ამაში არავის შეეპაროს ეჭვი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.