ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ლეღვაში საადრეო ციტრუსის დამზადების პროცესს დაესწრო
29-09-2016, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ლეღვაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო "ლეღვა" მოინახულეს და საადრეო ციტრუსის დამზადების პროცესს ადგილზე დაესწრნენ.

 


როგორც Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საწარმომ უკვე დაიწყო მანდარინის მიღება-დახარისხება, ამ ეტაპზე მიიღებს და დაამზადებს 60 ტონა მანდარინს, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნება ექსპორტირებული. 1კგ ნაყოფში საწარმო ფერმერს 1.50 ლარს უხდის.

 


"სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორი თვის წინ დაიწყო ციტრუსის სეზონისთვის მზადება. სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შეიქმნა ვებ-გვერდი. ასევე, ორ ენაზე დამზადდა სარეკლამო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც იმ ქვეყნებში უკვე გავრცელდა, რომლებიც ჩვენი რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით შეხვედრებს უკვე მართავენ უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი