ჩვენ გვჭირდება სიტუაციის ნორმალიზება და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ მდგომარეობა რაც ლარის კურსთან დაკავშირებით შეიქმნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ თემის გარშემო ისტერიული ფონი ხელოვნურად შეიქმნა, რაც მხოლოდ სიტუაციის დამძიმებას ემსახურება.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქონ მდგომარეობა მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული.
“მთელი მთავრობა არის მობილიზებული, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ სიტუაცია. დღეს მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად,” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.