„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არსებობს ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს და ესეც, მისი შეფასებით, დემოკრატიული თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია.
„არის ალბათობა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს. ჩვენ გვახსოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყო შემთხვევები, როდესაც გამარჯვებამდე 5 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს და ჩატარდა მეორე ტური. იყო შემთხვევები, სადაც 11 ხმა დააკლდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები აღარ ყალბდება, ხმებს აღარ იპარავენ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.