თინა ხიდაშელი: 2009 წელში თურმე სააკაშვილი იმას გეგმავდა, 2016 წელს დესტაბილიზაციას მოვაწყობ და იარაღს იმისთვის გამოვიყენებო
30-09-2016, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინგან საქმეთა სამინისტროს საქმე არ არის პრესკონფერენციებით გველაპარაკოს - მათი საქმეა პასუხები გასცენ კითხვებს, - აღნიშნული განცხადებით "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებასა და იარაღის მარაგის აღმოჩენას ეხმაურება.

 

 

"არ ველოდები დესტაბილიზაციას, თუ ქვეყანაში რაიმე მოხდა, ეს იქნება ”ქართული ოცნების” ბრალი, იმის მიუხედავად, ვინ იქნება პროვოკატორი. იმის ნაცვლად, რომ პანიკური განცხადებები აკეთონ ისტერიკაში ჩავარდნილებმა, უმჯობესია მიხედონ ქვეყანას. თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ქმედებები განახორციელონ....

 

 

ეს არის უნიჭოდ დადგმული სცენარი. მე თვითონ ფაქტზე კომენტარს არ გავაკეთებ, ზუსტად იმიტომ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემთვის ეს ქვეყენა ძალიან ძვირფასია. ეს არ არის სათამაშო, რომლითაც უნდა ითამაშო, რასაც უკვე ხშირად ვხვდებით ”ქართული ოცნების” მხრიდან. ამბავი იმის შესახებ, რომ გუშინწინ სატალეფონო ჩანაწერი გაავრცელა ვიღაც წარმოუდგენელმა, გამოუცნობმა ადამიანმა, ძალიან სასაცილოა. მერე დესტაბილიზაციაზე უნდა ვილაპარაკოთ სულ, მერე უცებ იარაღი უნდა აღმოჩნდეს, რომელზეც იმდენი კვალიფიკაციაც არ ჰყოფნით, თუ უნდათ რაიმე წინასაარჩევნოდ გამოიყენონ, რომ საკუთარ პრესრელიზში არ ჩაწერონ 2009-2011 წლებში იყო დამარხული ეს იარაღიო. 2009 წელში თურმე მიშა იმას გეგმავდა, 2016 წელს დესტაბილიზაციას მოვაწყობ და იმისთვის გამოვიყენებო. სრული საგიჟეთია.

 

 

ჩანაწერზე ვერსია არ მაქვს მანამ, სანამ სუს-ი არ დადებს ძალიან კონკრეტულ დასაბუთებას ყველა გავრცელებულ ჩანაწერზე, რაც ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა, მანამდე მთავარი ეჭვმიტანილი ის არის. ეს არის ელემენტარული ლოგიკა ფაქტების. უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს საქმე არ არის პრესკონფერენციებით გველაპარაკოს. მათი საქმეა პასუხები გასცენ კითხვებს. 21-ე საუკუნეში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს იმის გარკვევა, ვინ სად ტვირთავს ვიდეოს, რადგან არ არკვევენ, ავტომატურად იგულისხმება, რომ მათ აქვთ რამე დასამალი”, - განაცხადა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი