გიორგი კვირიკაშვილმა აგარაში ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო გახსნა
30-09-2016, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, - ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო აგარაში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 


მათი ინფორმაციით, თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო არასტანდარტულ ხილს იბარებს, რითაც 860-იანი სპირტი მზადდება.

 


პრემიერის განცხადებით, არასტანდარტული ხილის ჩაბარება ხშირად პრობლემა იყო და ახალი ქარხანა, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საწარმო ბევრ ადამიანს ასაქმებს, როგორც პირდაპირი წესით, ასევე, არაპირდაპირი წესით, იქიდან გამომდინარე, რომ ხილს შეისყიდის, რაც მნიშვნელოვანია სოფლად მცირე მეურნეობების წახალისებისთვის.

 


"მნიშვნელოვანია, რომ საწარმომ გამოიყენა აგროკრედიტი, ეს არის წელიწადში 1%-იანი სესხი, რომელიც მსგავსი წარმოებების წახალისებისთვის, ძალიან კარგი საშუალებაა. ასე, რომ ყველაფერი ერთად - უპირველეს ყოვლისა, კერძო მეწარმის ინიციატივა და მთავრობის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები ასეთ შედეგს იძლევა", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


პროდუქცია, ძირითადად, ორიენტირებულია ექსპორტზე. საწარმოში ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. საწარმო, დღეში 50 ტონა ხილის მიღება-გადამუშავების საშუალებას იძლევა, საიდანაც 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი იწარმოება. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 50 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია. კომპანია, საკუთარი ნედლეულით, სხვადასხვა ხილის არომატის მქონე სპირტიანი სასმელების წარმოებასაც გეგმავს, რის შედეგადაც, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი