თბილისში, გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში 1 200 ადამიანი დასაქმდება. სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მასშტაბური სავაჭრო ცენტრი - "სითი მოლი გლდანი" უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული, სრულად უზრუნველყოფილია პარკინგით და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
„1 200 ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის ის მინიმალური დასაქმება, რომელიც დღეს გლდანში, ახალ სავაჭრო ცენტრში შეიქმნა. მე ძალიან მოხარული ვარ ამ ამბით. 40 000 კვ. მ. ფართობის შენობის ნახევარზე მეტი სავაჭრო სივრცეა და პრაქტიკულად, სრულად დატვირთულია. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ქალაქისთვის, 45 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული ამ ობიექტში, შექმნილია ყველა სერვისი, მათ შორის 750 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. აქ არის მაკდოლადსი, აქ არის კარფური, აქ არის ყველა ის ბრენდი, რომელიც არის ძირითად მოლებში და მე მიხარია, რომ დღეს გლდანელებს, მუხიანელებს აქვთ შესაძლებლობა, სახლთან ახლოს, შორს გაუსვლელად მიიღონ შესაბამისი სერვისები“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.