გიორგი პაპუაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურებათ
30-09-2016, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება.

 

 

აღნიშნულ მოსამართლეებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

 

 

პაპუაშვილთან ერთად დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას დაასრულებს ქეთევან ერემაძე, დავით სიჭინავა და კონსტანტინე ვარძელაშვილი.

 

 

სამ მოსამართლეს პრეზიდენტის მიერ დასახელებული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული თემურ ტუღუში ჩაანაცვლებენ. მეოთხეს კი მომდევნო მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

 

 

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, რომელიც კანონმდებლობით, ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე ზაზა თავაძე შეასრულებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი