,,ადამიანები მეუბნებიან, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა და მათი ყოფა არაფრით არ გაუმჯობესებულა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტერორის შიში აღარ აქვთ. ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ დანარჩენი?", - აღნიშნული განცხადება "ნინო ბურჯანაძე - ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
"პრაქტიკულად, მთელი საქართველო მოვიარე და რომელ რაიონშიც ვიყავი მისული, ყველგან უმუშევრობაა. მე ვერ გავიგე, სად ააშენა ფაბრიკა-ქარხნები ბიძინა ივანიშვილმა და სად გუგუნებს ეკონომიკა - ასე ძალიან რომ უყვარს გიორგი კვირიკაშვილს ეს ფრაზა. როდესაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმაა, როდესაც დღეს პენსიონერი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იღებს, როდესაც ახალგაზრდობის უმრავლესობა უმუშევარია, ამას გაკეთება ჰქვია?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რიონის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.