საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე რამდენიმე კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ა.წ. 30 სექტემბერს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილებები შემდეგ კონსტიტუციურ სარჩელებზე:
N611 (მოსარჩელე - შპს „მადაი“ შპს „პალიასტომი 2004“; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; დავის საგანი - „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი)
N614,616 (მოსარჩელე - გიგა ბარათაშვილი,კარინე შახპაროინიანი; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; დავის საგანი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი)
N675,681 (მოსარჩელე - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება)
N596 (მოსარჩელე - ნათია ყიფშიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მუხლის პუნტქი 27, პუნქტი 37)“,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. აღნიშნულ მოსამართლეებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ახალმა შემადგენლობამ შესაძლოა თავიდან დაიწყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.