გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად გავაუქმებ რუსეთთან სავიზო რეჟიმს, - აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
“ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათაც უნდათ ურთიერთობების მოგვარება. კი ბატონო, ვინ შეგიშალათ ხელი?- მოგეგვარებინათ, გაგეხსნათ უვიზო რეჟიმი! გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად გავაუქმებ რუსეთთან სავიზო რეჟიმს და ძალიან ბევრი ადამიანი შვებით ამოისუნთქავს. გპირდებით, რომ სრულყოფილად გაიხსნება რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და ეკონომიკა დადგება ფეხზე. გპირდებით, რომ პირველ რიგში დავიწყებ მოლაპარაკებებს აფხაზეთთან და ოსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ ჩვენ მოვესწრებით შერიგებას.
გარდა ამისა, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც თქვა, რომ მინიმალური პენსია უნდა იყოს 250 ლარი და აუცილებლად უნდა მიებას ლარის კურსის მერყეობას. ჩვენ შეგვიძლია, თავდაპირველად, უმუშევრებს გავუწიოთ ექვსთვიანი ფულადი შემწეობა. ასევე, პროგრამაში გვაქვს ,,დედის ხელფასი“ იმისათვის, რომ მოგვარდეს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა. ჩვენ, ვთავაზობთ მოსახლეობას მინიმალურ ხელფასს დაუბეგრავად - 500 ლარს და სოციალური დახმარება გახდება მართლაც სამართლიანი. ცალკეული კატეგორიები-პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ყველა დროის ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მედიკამენტებს მიიღებენ უფასოდ და აქვე ვიტყვი, რომ პრინციპულად გაიაფდება მედიკამენტებიც. ამავე დროს, განათლების სისტემა არის ძალიან სერიოზულად მისახედი. და ბოლოს, გპირდებით, რომ აუცილებლად ბოლოს მოვუღებთ იმ შარაგზის ყაჩაღობას, რასაც ჰქვია 30% და 50 %-იანი სესხები. ეს არის უმსგავსობა და ჩვენ ამას აუცილებლად მოვუვლით. ჩვენ, აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში და ამისათვის, თქვენი დიდი მხარდაჭერა გვჭირდება, ძვირფასო მოქალაქენო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რიონის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.