გიორგი კვირიკაშვილი "საქკაბელის" საწარმოში იმყოფებოდა
30-09-2016, 05:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "საქკაბელის" საწარმოში იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა. "საქკაბელში", რომელიც ზესტაფონში მდებარეობს, 2 916 000 ლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა.

 

 

ინვესტიციით, საწარმომ გადაიარაღება, ფრანგული ტექნოლოგიითა და ელექტრონული სისტემებით აღჭურვა შეძლო. პლასტმასის გრანულებისა და თანამედროვე ტიპის საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, ჰალოგენის გარეშე და XLP იზოლაციით შექმნილ ელექტროგამტარ პროდუქციას ქმნის.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანიას გაფართოების შედეგად, დაემატა ახალი ხაზები, რამაც წარმადობა დაახლოებით, 30-35 პროცენტით გაზარდა.

 

 

"ეს პროდუქცია გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე გადის ექსპორტზე. 30 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დღეს უკვე ქარხანაში 200 ადამიანი მუშაობს", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გაფართოებამდე კომპანია იზოლაციის მასალას ყიდულობდა, დღეს კი, ამერიკაში შეძენილი ნედლეულით, მას ადგილზე აწარმოებს.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, საქართველოში 2019 წელს დასანერგი სტანდარტი კომპანიამ უკვე დანერგა და ევროპული სტანდარტის პროდუქციას აწარმოებს.

 

 

"ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია არის ხანძარუსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს, ასევე, გადის ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში. კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს, მას აქვს ძალიან დიდი საშუალებები. კარგია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, ასეთი შედეგია მიღწეული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი