,,მაინტერესებს საქართველოში, ვინ აცხადებს პროტესტს სტუმრის მიღებაზე. ეს, რა უბედურება დაგვემართა?! ჯერ ერთი, ეს არის აბსოლუტური უცოდინარობა თუნდაც იმიტომ, რომ რომის პაპი არის პატრიარქის სტუმარი და ვინც პატრიარქს არ სცემს პატივს, ის მართლმადიდებლობაზეც ნუ დადებს თავს“, - აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
”მთელ მსოფლიოში დადის რომის პაპი - ნებისმიერი აღმსარებლობის სახელმწიფოებში და მას ყველგან პატივით იღებენ. რომის პაპი, უპირველეს ყოვლისა, საპატრიარქოს სტუმარი ბრძანდება და ამიტომ კეთილი ინებოს ყველამ და პატრიარქის სტუმარს პატივი სცენ. გარდა ამისა, ის არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ვატიკანის ხელმძღვანელი, ოღონდ ამ ადამიანებმა ეს არ იციან. თვალებში გამოიხედონ, წიგნი წაიკითხონ და ელემენტარულად ,,სტუმარ-მასპინძელი“ მაინც ისწავლონ”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" და რამდენიმე სასულიერო პირმა დღეს თბილისის აეროპორტთან რომის პაპის ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ პაპი შეეცდება, ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს.
”ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისათვის, რომ იქადაგოს რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში”, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.