საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, იარაღის სამარხების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.
”ოპერატიული მუშაობის შედეგად გარკვეული იარაღი იქნა აღმოჩენილი. გაცხადდა, რომ თითქოს ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. გამოძიების ფარგლებში თქვენ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას თუ რა მიზანს ემსახურებოდა ამ სამალავების შექმნა, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ რომ ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციისა, იქნება ძირშივე აღკვეთილი. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ იმ წინასაარჩევნო სიმშვიდეს, რომელიც უზრუნველყოფილია და აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არავის, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არ ექნება საშუალება ხელი შეუშალოს. შესაბამისად, საარჩევნო გარემოც და არჩევნების შემდეგ პერიოდიც იქნება აბსოლუტურად მშვიდი. ასე ,რომ შეიძლება ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობით საკუთარ საკნამდე, მაგრამ ხალხს და მოსახლეობას ექნება აბსოლუტური სიმშვიდე და დემოკრატიული პროცესების კანონის ფარგლებში განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისრტმა.
ლევან იზორიას აღნიშნულ კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.