"მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება"
27-02-2015, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გუშინ მისდამი გაკეთებულ ბრალდებებს უპასუხა.

 

 

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოდ ერიდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, ამიტომ ვალდებულია პასუხი გასცეს ამ ბრალდებებს.

 


ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლარის კურსის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებითაა განპირობებული.

 

 

„ნაცვლად არგუმენტებისა, ჩვენ მივიღეთ ცილისმწამებლური კამპანიის ნიაღვარი შეკეთილი სტატიებიდან და ახლადგამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან, რაც ეროვნულ ბანკზე მორიგ შეტევას ისახავდა მიზნად“, -თქვა მან და განაგრძო.

 


„არის იმის მცდელობა, რომ მოხდეს საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი, ეს არის ჩვენი აქტივი და ის ჩვენი ფინანსური სტაბილურობის მთავარ გარანტს წარმოადგენს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებისა და მართვის მიმართულებით არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. რეზერვებით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორის ჩანაცვლება, კერძოდ კი ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის ჩანაცვლება, არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო. ამას მოწმობს საერთაშორისო პრაქტიკაც. მოლდავეთმა 1 მილიარდზე მეტი ინტერვენცია გააკეთა, მიუხედავად ამისა, მოლდავური ვალუტის კურსი თითქმის 40 პროცენტით გაუფასურდა. ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ აზერბაიჯანმა ორ მილიარდიანი უშედეგო ინტერვენციების შემდეგ მიიღო კურსის თავისუფალ, მცურავ რეჟიმში გადაყვანის გადაწყვეტილება და წინა პარასკევს, აზერბაიჯანული მანათი ასევე გაუფასურდა 34 პროცენტით. ჩვენ არ გვაქვს საშუალება დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90-იანი წლების დასაწყისში და იგივეს ახლა არ ვაპირებთ. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რაც ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ არაერთხელ გაიმეორა უკვე“, აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო მთელი პასუხისმგებლობა გიორგი ქადაგიძეს დააკისრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე".

 

 

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2,0 ლარს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი