გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვიცავს ათეულები, ოცეულები და ასეულები, როცა თქვენთან მოვდივართ, რადგან არაფერი გვჭირს ჩვენი ხალხისგან დასაცავი
30-09-2016, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ხალხთან, როგორც დღეს არის.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრს ყველამ  ხმა უნდა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას.

 

 

„დღეს ჩვენ თქვენთან არაფერი გვაშორებს, არ არის ნაპრალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ არ გვიცავს ათეულები, ოცეულები და ასეულები, როცა თქვენთან მოვდივართ და ჩვენ ეს გვეამაყება, რადგან არაფერი გვჭირს ჩვენი ხალხისგან დასაცავი. დღეს ჩვენ ჩვენი საზოგადოება უკეთესი მომავლის ხედვით უნდა გავაერთიანოთ, აღარ შეიძლება ამდენი სიძულვილის, ამდენი ბოღმის ნთხევა.

 

 

ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს, იმიტომ რომ მოდის ნიაღვარი, რომელმაც წალეკა ჩვენი საზოგადოება და გადაჯიშების პირას მიგვიყვანა. ამას ჩვენ ვეღარ მოვითმენთ. მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული. მე ეს უბრალოდ არ მენატრება, ზუსტად ვიცი, რომ ეს დრო დადგება საქართველოში და თქვენთან ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.

 

 

ჩვენ უარი ვთქვით თბილისში მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარებაზე, რადგან ათასნაირი ხმა ისმის პროვოკაციებზე და ა.შ ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ. თქვენ ხედავთ, რამდენად განსხვავებულია დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი ნებისმიერი წინა არჩევნებისგან და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ ამ დამსახურებას გავუფრთხილდებით და ციმციმ მივიტანთ 8 ოქტომბრამდე, როდესაც დილით, ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და ხმა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას თითოეული თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი