კახა კალაძე: ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების და სისხლისღვრის მოწყობას, მათი ადგილი იქნება ციხეში
30-09-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში“, - ამის შესახებ ზესტაფონის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

 

 

„მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, ამდენ მხარდამჭერს. მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველას, რომ ასე ერთსულოვნად, ასე დარაზმულები მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. აქ არის წარმოდგენილი გუნდი, ჩვენი ლიდერის, პრემიერ მინისტრის, ბატონი გიორი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და ეს არის ზუსტად ის გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ბრძოლით მოპოვებული, ძალიან ღირებული თავისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი შიში იყო, როგორი ტერორი, როგორი ზეწოლა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ეს არის სრულიად საქართველოს დამსახურება“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

 

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ძალადობა აღარასდროს დაბრუნდება, ხოლო ვინც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას გაბედავს, მათი ადგილი იქნება ციხეში.

 

 

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ ძალადობა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ მოძალადეები, ადამიანები, რომლებიც კადაფიზაციას ჰპირდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ადამიანები, რომლებიც ისევ ძალადობაზე საუბრობენ. ჩვენ კარგად გვესმის მათი მიზნები, მათი ბნელი ზრახვების, მაგრამ მინდა დავარწმუნო სრულიად საქართველო, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და შესაბამისად, ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში. ჩვენ კარგად გვახსოვს 90 წლებიდან მოყოლებული, თუ რამდენად მძიმეა ძმათა დაპირისპირება. ეს ჭრილობები ჯერაც ვერ მოუშუშებია ჩვენს სამშობლოს. არსებობს უფრო თანამედროვე და უფრო ცივილიზებული გზა, ეს არის არჩევნები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ უთხრა არა, იმიტომ, რომ ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობა აღადგინონ, ძალადობა დააბრუნონ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, 8 ოქტომბერს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“, - აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

 

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად განვითარდეს.

 

 

„გუნდი, რომელიც დღეს თქვენთან არის წარმოდგენილი ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ბატონი პრემიერი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთეზე, სიყვარულზე, კეთილდღეობაზე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად. შესაძლებელი იყოს უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემცირება რაოდენობრივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. მინდა წარმატებები გისურვოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი