ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ასეთი თავდასხმები აზიანებს, არა მას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყამს საქართველოს ეკონომიკას, ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების ფონხე რაც დღეს ვითარდება.
„ახლა არ არის გადაბრალებისა და განტევების ვაცის ძებნის დრო. ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების განხორციელების დრო, რომლის მიზანიც უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომელზეც ჩვენ გვაქვს გავლენა, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ლარის კურსის შემდგომ გამყარებას და შვებას მისცემს ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომელთაც დაუმძიმდათ სესხის ტვირთი,“ აღნიშნა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის ივანიშვილისა და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია, რადგან ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის წყალობით ლარის კურსი სტაბილურდება.
„გაუგებარია გუშინდელი განცხადება, როდესაც სავალუტო ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა სტაბილიზაცია. მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინდელ განცხადებამდე და განცხადებების კასკადამდე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, სავალუტო აუქციონზე გარიგებები დასრულდა 2.16 კურსით, რაც ცალსახად მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი სწორად და სიტუაციის დამშვიდებისაკენ მიდის. კურსთან დაკავშირებით, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ლარი გაუფასურდა 30 პროცენტით, სამწუხაროდ, რამაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო იმპორტზე ასახვა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით რომ იმპორტი შემცირდება, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე და შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია,“ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო მთელი პასუხისმგებლობა გიორგი ქადაგიძეს დააკისრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე".
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2,0 ლარს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.