გიორგი პაპუაშვილი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რეგიონში გამორჩეული და ლიდერია
30-09-2016, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სასამართლომ ბოლო 10-წლის განმავლობაში ძალიან მაღალი კონსტიტუციური სტანდარტი დაამკვიდა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან იყო დაკავშირებული“,-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დრეს ეწურება.

 

 

მისი თქმითვე, იდეალური იქნებოდა ყველაფერი ბოლომდე კარგად დასრულებულიყო, მაგრამ ის რაც მყიფე დემოკრატიის პირობებში გაკეთდა, ძალიან დასაფასებელია.

 

 

„განსახილველი საკითხების უმრავლესობა შეიძლება საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რადგან უფრო იურისტებისა და უფლებადამცველთა ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ამავე დროს იყო საკითხები, სადაც პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული და ეს უფრო ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. სწორედ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ამ დროს ხდება სასამართლოს ტესტირება, თუ რამდენად შესძლებს ის პოლიტიკური წნხის მიუხედავად, მიიღოს თავისუფალი, მოუკერძოებელი და კომპეტენტური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ტესტს გაუძლო. სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რეგიონში გამორჩეული და ლიდერია. იგი არჩეული იყო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს კონფერენცისს თავმჯდომარედ - ბათუმი გახდა ევროპული საკონსტიტუციო სასამართლოების დედაქალაქი”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო მყიფე დემოკრატიის პირობებში, ის რაც გაკეთდა, ძალიან დასაფასებელია.

 

 

„რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, ყველაფერი ბოლომდე კარგად დასრულებული. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მაქსიმალურად ვცდილობდი, სასამართლო დამეცვა ზეგავლენებისგან. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო როგორ თითოეულ მოსამართლეს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორსიო ორგანიზციების წარმომადგნლებს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით იმ ზეწოლის, წნეხის გაძლებას, რასაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოო ჯამში, სასამართლომ შესძლო პრინციპიულ საკითხებზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც კონსტიტუციას შეესაბამებოდა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი