დაბა ჩაქვში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საბავშვო ბაღი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აშენდა.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. შენობაში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა და კეთილმოეწყო ეზო. გამგეობამ აღნიშნულ პროექტზე 439 000 ლარი დახარჯა.
გამგეობის ცნობით, ბაღს 120 აღსაზრდელი ჰყავს და 18 ადამიანია დასაქმებული. ახალი საბავშვო ბაღი განსაკარგავად 2 წლით საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.
საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
შენობის დათვალიერების შემდეგ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ჩაქვის წმ. კეთილმოწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია „მომავალი ჩვენია“ წარმოადგინეს.
მიმდინარე წელს ქობულეთში კიდევ 3 საბავშვო ბაღის გახსნაა დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.