ლევან დავითაშვილი: მისასალმებელი იქნება თუ მომავალში ღვინის ფესტივალი არა მხოლოდ თელავში, არამედ კახეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება
30-09-2016, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თელავში გამართულ ტრადიციულ ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016“-ს დაესწრო.

 

 

ლევან დავითაშვილმა ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ,,თელავინო“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და მეტ მონაწილესა თუ სტუმარს იზიდავს.

 

 

,,კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და ტრადიციული რეგიონია. მისასალმებელი იქნება თუ მომავალში ფესტივალი არა მხოლოდ თელავში, არამედ კახეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად ,,თელავინოს“ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფესტივალი პოპულარობას იძენს და მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ტურისტულ კალენდარში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“ , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მესამე წელია იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.

 

 

წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ასევე მცირე, ოჯახურმა მარნებმა. „თელავინო 2016“-ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ექსკლუზიურად დაბალ ფასში შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

 

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და განსაკუთრებული საზეიმო განწყობა შექმნეს.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეული 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით აღინიშნება. ღონისძიების პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი