რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის 60-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
"პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 მლნ. აშშ დოლარია. მშენებლობა, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და - 2020 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე, დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება", - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.