თბილისში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
30-09-2016, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აბრამ ზარიძე განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

 

ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას.

 

 

„სასამართლო  პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 22:30 სთ-ზე, აბრამ ზარიძე  მივიდა ქ. თბილისში უფლისციხის ქუჩაზე მცხოვრებ ზაზიაშვილების ოჯახში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ლია ტატუაშვილი იმყოფებოდა და 9 წლის შვილის წაყვანა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ყოფილი მეუღლისგან უარი მიიღო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით,  მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ლია ტატუაშვილს  თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლია ტატუაშვილი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

სამართალდამცველებმა აბრამ ზარიძე 2016 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. აბრამ ზარიძეს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა)  და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აბრამ ზარიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ  განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი