თეა წულუკიანი: არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს - არა მგონია დაბრუნდეს ხელისუფლებაში
30-09-2016, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს. არც მთავრობის წევრია და ნამდვილად არ მგონია, რომ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში", - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგია ბოკერიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

 


"აქედან გამომდინარე, მისი ეს პოზიცია უბრალოდ არის მისი აზრი, რომელიც ჩემთვის არ არის საინტერესო“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

„პოლიტიკური პოზიცია გვაქვს ძალიან მყარი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა უკვე მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული. ასეთი კი, ჩემი აზრით, ასეთი ძალიან ბევრია ამ 4 წლის განმავლობაში. უნდა მივიღოთ წინააღმდეგობრივი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დანაშაულების ამნისტიის შესახებ. აქ არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს, ეს საჯაროდაც ვთქვი. ასე მოიქცა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, - აღნიშნული განცხადება გიგა ბოკერიამ გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი