საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტის ოჯახს ჯილდო პირადად გადასცა და მათ მადლობა გადაუხადა მამა ილიას თავდადებისთვის.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რთულია საქართველოს ისტორიაში ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია, თუმცა მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი რწმენითა და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა, რაც მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვისაც.
მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.