საკრებულომ ქობულეთში მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დოკუმენტი და ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა
30-09-2016, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დოკუმენტი და ქალაქ ქობულეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცეს.

 

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მსგავსი ტიპის დოკუმენტი მუნიციპალიტეტს არასოდეს არ ჰქონია, შესაბამისად, მისი გამოყენება ამიერიდან რეგულაულად მოხდება.

 

 

"მუნიციპალური სივრცითი მოწყობა არის ინტეგრირებული დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების ხედვასა და პოლიტიკას აყალიბებს.

 

 

დოკუმენტში ასახულია ქ. ქობულეთის გენერალური გეგმა და უფლებრივი ზონირების რუქები, ასევე განსაზღვრულია ქობულეთის სამომავლო განვითარების ძირითადი მიმართულებები.

 


დოკუმენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, რომელზეც სივრცითი მოწყობის ჯგუფი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა.

 


საკრებულოს სხდომაზე დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 24 საკითხს უყარეს კენჭი", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი