კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან, სულიერებასა და სარწმუნოებაში, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას.
”თქვენო უწმინდესობავ, რომის პაპო, საყვარელო ძმაო ფრანცისკე პირველო. მოხარული ვარ, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ამით აგრძელებთ იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე ჩაეყარა პირველ საუკუნეში. ჩვენი ორი ეკლესია უძველესი სამოციქულო ეკლესიებია, რომის ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია დაარსებულაია ანდრია პირველწოდებულის მიერ. ესენი ძმანი არიან და ეს ურთიერთობა ჩვენი მომდინარეობს ამ ძმური სიყვარულით. საქართველოა არის ის ქვეყანა, სადაც ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ამიტომ ჩვენი არსებობა ჩვენი კეთილდღეობა მთლიანად არის დაკავშირებული ამ სულიერ მოღვაწეებზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მრავალი პრობლემაც გვქონდა ჩვენ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პრობლემები იყო ლოცვა-კურთხევით დაძლეული”, - ბრძანა უწმინდესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.