რომის პაპი ფრანცისკე პირველი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას ატარებს.
მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგელები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.
ფრანცისკე პირველი მესაზე დასასწრებად მისულებს პირადად მიესალმა.
დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს.
პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.
რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
მისი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.