სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომრისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიერ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
რულოვსის განცხადებაზე, რომ სააკაშვილს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და საქართველოში მაინც ჩამოვა, კახიშვილი აცხადებს: მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით, რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია".
მინისტრის შეფასებით, რულოვსის აღნიშნული განცხადება საკუთარი ამოომრჩევლის მობილიზაციის მიზნით დაწყებული პიარკამპანიაა.
"ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ კომფორტს არის მიჩვეული და ნამდვილად ერთი წამითაც ვერ დაუშვებს იმის ალბათობას, რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში.... მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ამავდროულად გამოცხადებულია ძებნა. საქართველოში მისი გადმოსვლისთანავე ამას მოჰყვება სამართალდამცავების რეაგირება და ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.