ფრანცისკე პირველი: თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია
01-10-2016, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, “ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს”, - ამ სიტყვებით დაიწყო რომის პაპმა, ფრანცისზე პირველმა მიხეილ მესხის სახელობის სატდიონზე წმინდა წირვის აღვლენა.

 

 

"როგორც დედა იტვირთავს ხოლმე თავისი შვილების სიმძიმესა და გასაჭირს, ასევე ღმერთიც აღიღებს ჩვენს ცოდვებსა და საზრუნავს. იგი გვიცნობს და უსაზღვროდ ვუყვარვართ, მგრძნობიარეა ჩვენი ლოცვებისადმი და გვიმშრალებს ცრემლს. როდესაც გვიმზერს, გული ულბება, უჩუყდება, ღრმა სიყვარულით ევსება, რადგან, რაოდენი ბოროტების ჩამდენნიც არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ; სურს ხელში აგვიყვანოს, დაგვიცვას, საფრთხეებსა და ბოროტებას განგვარიდოს. დაე, ჩვენს გულებში გაჟღერდეს ეს სიტყვები, რომლითაც დღეს მოგვმართავს: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, მეც ისე განუგეშებთ”,- ბრძანა ფრანცისკე პირველმა.

 

 

მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგელები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

 


ფრანცისკე პირველი მესაზე დასასწრებად მისულებს პირადად მიესალმა.

 

 

დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს.

 

 

პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

 

 

რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

 

 

მისი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი