ნუგეშისცემა, რომელიც ცხოვრების ორომტრიალში მყოფთ ასე გვჭირდება - ესაა ჩვენს გულში დავანებული ღმერთი, - ბრძანა რომის პაპმა, ფრანცისკე პირველმა მიხეილ მესხის სტადიონზე წმინდა წირვის ჩატარების დროს.
"ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი; და თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ. ნუგეშის კარნი მუდამ ღია უნდა გვქონდეს, რადგან იესოს იქიდან სჩვევია შემოსვლა. ასეთი კარია: სახარება, რომელსაც ყოველდღე ვკითხულობთ და მუდამ თან დაგვაქვს, ლოცვა სიჩუმესა და თაყვანისცემაში, აღსარება, ევქარისტია. სწორედ ამ კართა საშუალებით შემოდის ჩვენში უფალი და ყოველ საგანს ახლებურ გემოს ანიჭებს. ხოლო თუ გულის კარი დაკეტილია, აღარც უფლის ნათელი აღწევს და სიბნელეში ვრჩებით. შედეგად, ვვარდებით პესიმიზმში, ვეგუებით წარუმატებლობას, აღარ გვჯერა, რომ რამე შეიცვლება.
უამრავი ადამიანი იტანჯება, განიცდის შევიწროებასა და უსამართლობას, შფოთვებს შეუპყრია. მის გულს მალამო სჭირდება, უფლისეული ნუგეში, რომელიც გასაჭირიდან სრულად ვერ დაიხსნის, მაგრამ აღავსებს სიყვარულის ძალით, რომელიც ტკივილს მშვიდობიანად გადაატანინებს. ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია. ეს მოწოდება უნდა გავითავისოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, და არა ის, რომ ჩავიციკლოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ანდა ვიწუხოთ იმ ზოგიერთი უთანხმოების გამო, ჩვენს შორის რომ იჩენს თავს. ცუდია, როცა ჩაკეტილ საეკლესიო “მიკროკლიმატს” ვეგუებით; კარგია, როცა ვრცელ და იმედმისომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით, თავმდაბალი გაბედულებით ვაღებთ კარს და გავდივართ საკუთარი თავიდან”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.