"თიბისი ბანკი" ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს
27-02-2015, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თიბისი ბანკი" ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოყოფილია იმ მომხმარებელთა კატეგორიები, ვინც ბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლებს.

 


"თითოეული მსესხებლის მდგომარეობას ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს და მათზე მორგებულ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს. შეღავათი გულისხმობს სესხის ვადის გაზრდას ისე, რომ მსესხებელს ის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა (1.75 კურსის დროს).

 


შეღავათები შეეხება:

 


1) მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი ლარში და ლარის გაუფასურების გამო ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაეზარდათ;

 


2) მომხმარებლებს, რომლებსაც სესხიც და შემოსავალიც ლარში აქვთ, მაგრამ, ლარის გაუფასურების შედეგად, სხვადასხვა მიზეზის გამო, შემოსავალი შეუმცირდათ (მეიჯარემ შეუმცირა ქირა, შემცირდა ბიზნეს შემოსავლები);

 


ბანკის წარმომადგენლები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ, შეისწავლიან მათ შემოსავლებს და ახალ გრაფიკს დაუდგენენ.

 


მომხმარებლის მდგომარეობიდან გამომდინარე პროლონგაცია შესაძლებელია მოხდეს ორგვარად;

 


ა) სესხი დარჩეს იმავე ვალუტაში, რაშიც იყო - ამ შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება;

 


ბ) მომავალში კურსის მერყეობით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად, მოხდეს სესხის გადატანა დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში.

 


ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის აწევა ლარში არსებული სესხების მინიმალურ განაკვეთამდე მოხდება.

 


ლარში გადაყვანილი გრძელვადიანი იპოთეკური სესხები მიბმული იქნება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე.

 


სესხის პროლონგაციის [გახანგრძლივების] დროს გამოიყენება იგივე უზრუნველყოფა და დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება.

 


"თიბისი ბანკის" მომხმარებლებმა შეღავათების მისაღებად უნდა მიმართონ ბანკის ფილიალებს და თავიანთ საკრედიტო ექსპერტებს", ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი