მიხეილ მესხის სტადიონთან რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
01-10-2016, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან, სადაც რომის პაპი ფრანცისკე პირველი წმინდა წირვას ატარებს, მისი საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

 


აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მღვდელ დავით ნოზაძის თქმით, რომის პაპი სამოციქულო მისიით არის საქართველოში ჩამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავის სარწმუნოება უნდა იქადაგოს.

 


„რომის პაპი ჩამოვიდა სამოციქულო მისიით, ანუ უნდა იქადაგოს სარწმუნოება. ჩვენ რას ვაკეთებთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები? გვყავს ეკლესია, პატრიარქი, შრომობს ეკლესია, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაავრცელოს თავის სარწმუნოება. ეს ადამიანი არ არის ჩვენი კეთილმოსურნე. 2 თვის წინ კრეტაზე მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა ახალშობილი კნუტები, რომლებიც ვერ დადიან, ხოხავენ, ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანის შეადარა კატას. კრეტაზე რომ იყო მართლმადიდებლების კრება, იქ შეკრებილ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ. ახლა ჩამოვიდა და ძმები ვართო, ამბობს, გვატყუებს“, - განაცხადა მღვდელმა, დავით ნოზაძემ.

 

 

რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია გუშინაც გაიმართა. "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებმა და რამდენიმე სასულერო პირმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორის აეროპორტთან ფრანცისკე პირველის ჩამოსვლა გააპროტესტეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი