"თავისუფალი ზონის" წევრი ნუგზარ ჭიაბერაშვილი ორგანიზაციას ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ჭიაბერაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ, თბილისსა და მთლიანად ქვეყანაში დაპირისპირება უნდა დაიწყოს.
როგორც ჭიაბერაშვილმა "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქალაქის ლოკალიზების შესახებ დავალება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან პირდაპირ მიიღეს. მისივე თქმით, თბილისში "კიევური მაიდნის" მოსაწყობად, სამი ლოკაციაა შერჩეული, ქალაქის პიკეტირება კი 8 ოქტომბრის ღამეს უნდა დაიწყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან პირდაპირ მივიღეთ დავალება, რომ არჩევნების შემდეგ უნდა მოვახდინოთ ქალაქის ლოკალიზება, კერძოდ უნდა დავწვათ საკუთარი ავტომანქანები, კანცელარიასთან და დედაქალაქის ცენტრში, რასაც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აგვინაზღაურებდა.
ეს იქნება ეგზიტპოლების გამოცხადებამდე, ან გამოცხადების შემდეგ. დედაქალაქში მათი გეგმით 3 ადგილას უნდა მოეწყოს დესტაბილიზაცია, ესაა თავისუფლების მოედანი, სახელმწიფო კანცელარია და ის ადგილი, სადაც 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა.
ეს ის ადგილებია, რომელზეც ქვეყნის ყველა დროის ტრაგედიაა ასახული. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყოველივე ამის შემდეგ ანალიზი, თუ როგორ თბილისში და საქართველოში უნდა ცხოვრება. ეს ყველაფერი იქნება მართული „საქართველოს ერთგულების სახელით“ ამ ორგანიზაციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც აკაკი მინაშვილია. ჩვენ რეპეტიციები გავიარეთ, კარგად ვფლობთ გადაკეტვის მეთოდებს. ჩვენ გადავკეტეთ გორის ავტობანი და რამდენიმე წერტილები. გამოიკვეთა, რომ შესანიშნავად იმართება 50-100 ავტომობილი და ამ ავტომობილებით კოლონის ქცევა, რომელიც შემდეგ თავისუფლების მოედნის პიკეტირება მოახდენს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, "თავისუფალი ზონა" წევრებისგან სწორედ იმიტომ იცლება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობრივ ქმედებებზე გადავიდა.
"არჩევნებს, რომ წააგებს „ნაციონალური მოძრაობა,“ არ უნდა დანებდეს პარტია, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეუბნებოდნენ. ეს ორგანიზაცია იცლება იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა მოქმედების ძალადობრივ გზებზე. ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა თბილისისთვის. ეს დავალება დაიწყო აგვისტოს პირველ რიცხვებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა ხმაურის გარეშე დატოვა „თავისუფალი ზონა“. უკრაინულ სცენარზე კონკრეტულად კობა ხაბაზი გვესაუბრებოდა. მე ამას ვისმენდი ყოველ თათბირზე, რომელსაც ასევე უერთდებოდა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილი იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა განხორციელდება, პახსუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს.
"მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და ვტოვებ „თავისუფალ ზონას“. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი და ორგანიზაციის სხვა წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალური მოძრაობს“, – აღნიშნა. ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.