ვისურვებდი, რომ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული კანდიდატით წარსდგეს ევროპის სასამართლოში, - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით.
გვენეტაძის თქმით, ოფიციალური ინფორმაცია თუ რა ხდება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არ აქვს.
„ამ რანგში საკითხის დასმა, პრეცენდენტი ყოფილა თუ არა? ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მათი პროცედურა, ეს პროცედურები უფრო და უფრო რთულდება ევროპის სასამართლოში, ამ დეტალებზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საქართველომ ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად წარადგინა. ერთ-ერთი ვერსიით მათ უარი ეთქვათ სტრასბურგის მოსამართლეობაზე, ერთ-ერთი ვერსიით კი კენჭისყრა გადაიდო. ევროპულ სასამართლოში კანდიდატების განხილვა გუშინ მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.