სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლები მოინახულა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა. მარტვილში ვიზიტისას ხეჩიკაშვილმა სამი საფეხბურთო მოედანი და სალხინოს საშუალო სკოლა მოინახულა.
მოსწავლეები და „მარტვილის" ასაკობრივი საფეხბურთო გუნდის წევრები მინისტრმა სპორტული ფორმებით და ბურთებით, ასევე სპორტული ლიტერატურით დაასაჩუქრა.
„საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს არასდროს აკლდა წარმატებული სპორტსმენები, ხოლო სალხინოში დაბადებულმა მურთაზ ხურცილავამ საერთოდ ზღაპრულ სიმაღლეებს მიაღწია. ბატონი მურთაზის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მონდომების და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში წარმატება სულაც არაა მიუღწეველი. გისურვებთ გამარჯვებებს და რაც მთავარია, ჯანმრთელობას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სალხინოს სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას.
მინისტრმა სპორტული სკოლის მესვეურებს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, სპორტული ინვენტარით მომარაგება და სპორტულ პროექტებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.