"მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლში ვდგავარ", - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩევნო სიის მეორე ნომერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს.
სენაკში, სანდრა რულოვსისა და კობა ნაყოფიას მოსახლეობასთან შევხედრის დროს, ია მეტრეველი მათთან მივიდა და სანდრას მიმართა:
„დიდი ხანია მინდოდა თვალებში ჩამეხედა თქვენთვის. არასოდეს სინანული არ გამოგიხატავთ ჩემს მიმართ, გასამრავლებელი ბიჭები რომ გაჟლიტეთ".
რულოვსის თქმით, არიან ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სიმწარე ნახეს, თუმცა, ეს მის პოლიტიკაში შესვლასთან კავშირში არ არის.
„არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს როცა მიშა იყო. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მაგრამ ეს დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
მან მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თავად კეთილი საქმის მეტი არაფერი გაუკეთებია, წარსულის შეცდომები კი წარსულში უნდა დარჩეს.
„მე მოვდივარ სუფთა ხელებით პარლამენტში. კეთილი საქმის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. მინდა, რომ ის შეცდომები, რომელიც იყო წარსულში, დარჩეს წარსულში“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.