ქუთაისი ისევე, როგორც მთლიანად საქართველო, ელოდება ცვლილებებს. ელოდება წინსვლას, პრობლემების მოგვარებას, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ ქუთაისში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს. ჩვენი გეგმა არის ეს, წყნარად დემოკრატიულად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით წერტილი დავუსვათ უნიათობას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.
მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დილიდან იკრიბებოდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, დღევანდელი აქციის მიზანი "ქართული ოცნების" 4-წლიანი მმართველობის გაპროტესტებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.